კალათბურთელთა ნაკრების გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე - მატჩების სტატისტიკა, ცხრილები, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
კალათბურთელთა ნაკრების გზა მსოფლიო ჩემპიონატამდე - მატჩების სტატისტიკა, ცხრილები, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში უშუალო კონკურენტ ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, თუმცა ეს ის სხვაობა იყო, რამაც საქართველო მსოფლიოზე გაიყვანა. 

ნაკრებმა შესარჩევ ეტაპზე 10-დან 5 მატჩი მოიგო და მეორე ჯგუფში მესამე ადგილი დაკავა (ესპანეთისა და იტალიის შემდეგ).

ყველა მატჩის საუკეთესო მომენტები და სტატისტიკა:

 

 

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ყველა ფინალისტი:

 

მასპინძელი (2) – იაპონია, ფილიპინები

ევროპა (12) – საქართველო, ფინეთი, გერმანია, ლატვია, იტალია, ესპანეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბეთი, მონტენეგრო

ამერიკა (7) – კანადა, აშშ, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა, პუერტო რიკო, ვენესუელა

აზია (6) – ახალი ზელანდია, ლიბანი, ავსტრალია, ჩინეთი, იორდანია, ირანი

აფრიკა (5) – კოტ დ’ივუარი, სამხრეთ სუდანი, ეგვიპტე, ანგოლა, კაბო ვერდე

 

ფინალური ტურნირის წილისყრა 29 აპრილს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ჩატარდება.