კალაძე, კობიაშვილი, სტალინი და „დინამო-არენა“ - ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა საქართველოზე წერს
კალაძე, კობიაშვილი, სტალინი და „დინამო-არენა“ - ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა საქართველოზე წერს

მაკედონიურმა გამოცემა „სპორტმედიამ“ წერილი გამოაქვეყნა საქართველოზე, მის საფეხბურთო და ზოგადად წარსულზე.

თავის ისტორიაში პირველად ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო გუნდი ჩადის თბილისში, სადაც ამაღამ უხერხულ საქართველოს შევხვდებით. ქართული ფეხბურთი გაიწმინდა წარსულის „მანკიერებებისაგან“. საქართველოც, მაკედონიის მსგავსად, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგას.

ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია თბილისში, მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქში, სადაც ქალაქის მერი კახა კალაძეა – ლეგენდარული ქართველი, რომელმაც მრავალი წელი „მილანში“ გაატარა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო სახელია. მან მოაწესრიგა ქვეყნის დედაქალაქი, რომელიც ძველი და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავია.

ამ დროისთვის ფეხბურთის მთავარი არქიტექტორი ლევან კობიაშვილია. მასთან ერთად იწყება ახალი საფეხბურთო საქართველო, რომელიც საფეხბურთო აკადემიებსა და ახალგაზრდა ნაკრებებში დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. საქართველოს ნაკრების კარგი შედეგები სლოვაკი ვლადიმირ ვაისის მოსვლის შემდეგ იწყება. გარკვეულწილად, საქართველო და თბილისი მაკედონიას ჰგავს. ისევე, როგორც ჩვენ, ჩრდილოეთ მაკედონიის ამჟამინდელი მასპინძლებიც ერთა ბოლო ლიგის ფინალურ მატჩებს მოუთმენლად ელიან.

ნოემბერში, ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურისთვის, შესაძლოა, საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია დაუპირისპირდნენ. დუელი, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში ველოდით, პანდემიის გამო გადაიდო. ამისთვის, ქართველებმა ოქტომბერში შინ ბელორუსს უნდა სძლიონ, ხოლო ჩვენ – კოსოვოს სკოპიეში. წილისყრამ ფინალის თბილისში თამაში განგვისაზღვრა.

გვინდა დავბრუნდეთ ულამაზეს თბილისში, „დინამოს“ ულამაზეს სტადიონზე. ქართული კლუბი 1963 წელს (შეცდომაა, 1964 წელს) სსრკ-ს ჩემპიონი იყო. სტადიონის კედლებზე ყველგან სწორედ იმ დროის ფოტოებია. ამ არენაზე ხუთი წლის წინ უეფას სუპერთასი გაითამაშეს. დღევანდელი მატჩის მოლოდინში ორივე ნაკრების მწვრთნელმა აღიარა, რომ სურთ, ერთა ლიგის ფინალში ნოემბერში შეხვდნენ.

თუ თბილისს ჰყავს მერი კახა კალაძე, ფედერაციის პრეზიდენტი დინამოს საფეხბურთო სიამაყე კობიაშვილია – ამ ქვეყანაში კიდევ ბევრი ცნობილი სპორტსმენია, როგორიცაა NBA მოთამაშეები, ოლიმპიური ჩემპიონები, ცნობილი მოჭადრაკეები. ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონია. აქედან მილიონი დედაქალაქში ცხოვრობს. თბილისის დეტალები ასახავს არა მხოლოდ შორეულ წარსულს, არამედ კომუნისტების ეპოქასაც.

მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-ის მეთაური სტალინი იყო, რკინის კაცი საქართველოდან. ეს არის სპორტისა და თბილისის მოკლე ისტორია. ქალაქის, სადაც ამაღამ ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს ერთა ლიგის მეორე მატჩში ეთამაშება. იმედია, „დინამო-არენა“ მალე ჩვენი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი გახდება.