საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს პირველ არხზე - „ჯვაროსნებს“ ვაკო გვილია დაუბრუნდა
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს პირველ არხზე - „ჯვაროსნებს“ ვაკო გვილია დაუბრუნდა

დღეს, 8 სექტემბერს, თბილისის „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის ლიდერების დაპირისპირებაა – საქართველოს ეროვნული საფეხბურთი ნაკრები მეორე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს.

რეპორტაჟი იხილეთ შემდეგ ბმულზე

7 სექტემბერს, ორივე გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კარგი ამბავია – საწვრთნელ პროცესში, რომელიც ერთი საათი გაგრძელდა, საერთო ჯგუფში ემზადებოდა ვარშავის „ლეგიას“ ნახევარმცველი ვაკო გვილიაც, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ესტონეთთან შეხვედრა გამოტოვა. პოლონური კლუბის ქართველი ლეგიონერი უკვე გამოჯანმრთელდა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თბილისის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების მატჩი 8 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება. უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. თუმცა, გულშემატკივარი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხზე იხილავს.

დატოვე კომენტარი