კახი კახიაშვილი - სამი მსოფლიო რეკორდი და სამი ოქროს მედალი ჩვენია #1TVSPORT
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. მან ლაშა ტალახაძის მიერ მეხუთედ მოპოვებულ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულზე ემოციურად ისაუბრა:
„2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლაშა ტალახაძემ ყველა დროის მსოფლიო რეკორდით დააგვირგვინა. დღეს კიდევ ერთხელ დამყარდა სამი მსოფლიო რეკორდი და სამივე ოქროს მედალი ჩვენია.
მთლიანობაში საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის გამოსვლას დადებითად ვაფასებ. საორგანიზაციო საკითხების მხრივ პრობლემა არ იყო, ზოგადად მასპინძელი მხარე ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა საქართველოს მიმართ, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ.
მინდა, დამდეგი შობა-ახალი წელი წინასწარ მოგილოცოთ“.