კახი ასანიძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
კახი ასანიძე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

​ქართველმა ძალოსანმა, კახი ასანიძემ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი – კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე ასპარეზობდნენ.

კახი ასანიძემ მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, ატაცში სამივე ცდა (141/144/146 კგ.) წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. კახის სულ რაღაც 1 კილოგრამი დააკლდა ოქროს მედლამდე.

ასანიძემ აკვრაში შესანიშნავად იასპარეზა, 171/176 დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 322 კილოგრამითაც.

არჩილ მალაყმაძემ კი ატაცში თავი 135 კილოგრამს გაართვა, რის შემდეგაც ტრავმის გამო შეჯიბრიდან მოეხსნა. საბოლოოდ ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატი ატაცის მე-6 ადგილით დაასრულა.