კახა ოქრიაშვილის პარტიას მისი წევრები ტოვებენ
კახა ოქრიაშვილის პარტიას მისი წევრები ტოვებენ

კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ მისმა თანაგუნდელებმა დატოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ოქრიაშვილის პარტიის გაწევრიანება პოლიტიკურ მოძრაობასთან „ძალა ერთობაშია“.

„წლების განმავლობაში მხარს ვუჭერდით კახა ოქრიაშვილს, როგორც დმანისის მაჟორიტარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გაერთიანდა „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნეთ და მხარს ვუჭერთ სახელისუფლო კანდიდატ გოგი მეშველიანს. შეუძლებელია, იყო ადამიანი „ნაცმოძრაობის“ წევრი და აკეთო ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე“, – განაცხადა ოქრიაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა, გურამ ტატუაშვილმა.

კახა ოქრიაშვილი ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ პოლიტიკურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ 4 სექტემბერს შეუერთდა. კახა ოქრიაშვილი 2004 წლიდან პარლამენტის წევრია. 2016 წლამდე ის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარად იყარა კენჭი.