კახა ოქრიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა
კახა ოქრიაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა

ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახა ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.

კახა ოქრიაშვილთან ერთად, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრია ბიზნესმენი და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ცეზარ ჩოჩელი.

როგორც ოქრიაშვილმა განაცხადა, უერთდება საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ და ეს საქართველოში სიდუხჭირის დამარცხების გარანტი იქნება.

მისივე თქმით, ის 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებში მაჟორიტარული წესით მიიღებს მონაწილეობას და სავარუდოდ, კენჭს ისევ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

„დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს „ძალა ერთობაშია“, ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო. ჩვენ ვიქნებით გარანტი, საქართველოში დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერმა, კახა კახა ოქრიაშვილმა.

კახა ოქრიაშვილი 2004 წლიდან პარლამენტის წევრია. 2016 წლამდე ის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარად იყარა კენჭი.