კახა ოქრიაშვილი - რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობა თუ მაკავშირებდა, წარსულის დანაშაულებზე პასუხისმგებლობას არასდროს ვიზიარებდი
კახა ოქრიაშვილი - რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობა თუ მაკავშირებდა, წარსულის დანაშაულებზე პასუხისმგებლობას არასდროს ვიზიარებდი

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად გარკვეულ პარტიებთან თანამშრომლობისა, ის წარსულის შეცდომებსა და დანაშაულებზე პასუხისმგებლობას არ იზიარებს. ამის შესახებ ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აქამდე არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. თუ წარსულში რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობა მაკავშირებდა, მე არასდროს არ ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, შეცდომებზე, ან დანაშაულებზე, რაც წარსულში იყო, ეს იყო 2012 წლამდე, თუ მას შემდეგ“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

დღეს ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა.