კახა ოქრიაშვილი - დიმიტრი შაშკინს აქვს იარაღის ტარების უფლება, მეც იარაღით დავდივარ
კახა ოქრიაშვილი - დიმიტრი შაშკინს აქვს იარაღის ტარების უფლება, მეც იარაღით დავდივარ

მეც იარაღით დავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დიმიტრი შაშკინს, რომელიც დღეს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა, იარაღის ტარების უფლება აქვს.

„მაგრად ვიგებთ, 65 პროცენტით ვიგებთ. იარაღის ტარების უფლება აქვს და მეც გადავაადგილდები იარაღით“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად დიმიტრი შაშკინმაც. თუმცა, შაშკინმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა.