კახა ოქრიაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა დილით რამდენიმე ჩემი კოლეგა დატუქსა და ვფიქრობ, კენჭისყრა გადაიდო, რათა კიდევ ერთხელ დატუქსონ ისინი
კახა ოქრიაშვილი - ბიძინა ივანიშვილმა დილით რამდენიმე ჩემი კოლეგა დატუქსა და ვფიქრობ, კენჭისყრა გადაიდო, რათა კიდევ ერთხელ დატუქსონ ისინი

მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მისი კოლეგები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დატუქსა.

ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრა გადაიდო, რათა კოლეგები კიდევ ერთხელ დატუქსონ.

„ბიძინა ივანიშვილმა დილით რამდენიმე ჩემი კოლეგა დატუქსა, რაც ძალიან სამწუხაროა და, ვფიქრობ, რომ დღეს კენჭისყრა იმიტომ გადაიდო, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ კოლეგები. სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან“ ,- აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვა გაგრძელდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს. მაჟორიტარები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.