კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დმანისში ბანერები, რომელიც ალეკო ელისაშვილს დახვდა, საკუთარი სახსრებით დააფინანსა
კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დმანისში ბანერები, რომელიც ალეკო ელისაშვილს დახვდა, საკუთარი სახსრებით დააფინანსა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დმანისში ბანერები, რომელიც ალეკო ელისაშვილს დახვდა, საკუთარი სახსრებით დააფინანსა, დახვედრის ფორმაცა და ბანერების შინაარსიც მისი ინიციატივაა.

„კეთილი იყოს ოპოზიციისა და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში“ – ამ შინაარსის ბანერებით ვხვდებით ე.წ. მხილების კამპანიის მონაწილეებს სტუმართმოყვარე დმანისში. მსურს, გამოვეხმაურო მედიის წარმომადგენელთა კითხვას იმის თაობაზე, თუ რა სახსრებით დაფინანსდა საპასუხო „სტუმართმოყვარე კამპანია“ ჩვენს მუნიციპალიტეტში – დახვედრის ფორმაცა და ბანერების შინაარსიც გახლავთ ჩემი ინიციატივა, შესაბამისად, ამ ინიციატივასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი პირადად ჩემს მიერ არის გაღებული“, – აღნიშნულია ოქრიაშვილის განცხადებაში.

ალეკო ელისაშვილს, რომელსაც დმანისში აქცია ჰქონდა დაგეგმილი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა.

დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“