კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა - კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში
კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა - კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში

ალეკო ელისაშვილს, რომელსაც დმანისში აქცია აქვს დაგეგმილი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა.

დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“

ბაზარში კი, სადაც ალეკო ელისაშვილს მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებზე უნდა ესაუბრა, სახელობითი პლაკატები დახვდა წარწერით „welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო“.

კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქცია აქვს დაგეგმილი.