კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მუქარის ბრალდებით დაიწყო
კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მუქარის ბრალდებით დაიწყო

კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

„3 თებერვალს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დანიშნული იყო მევახშის მიერ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება. აღსრულების ადგილას, მოვალისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის გულშემატკივრები. მოლაპარაკებების პროცესში, მევახშის ადვოკატ გიორგი სუხიაშვილთან მომხდარი შელაპარაკების გამო, დამუქრების ბრალდებით, კახა კუკავას, ირაკლი კაკაბაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო“, – ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით არის დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, საქმეზე დაკავებული არავინ არ არის.

კრედიტორსა და ხატიაშვილების ოჯახს შორის გამოსახლების პროცესთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ხმაურის ფონზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დატოვე კომენტარი