კახა კუჭავა - ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება, ოკუპაცია მალე დასრულდება, ოკუპაცია დროებითია
კახა კუჭავა - ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება, ოკუპაცია მალე დასრულდება, ოკუპაცია დროებითია

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე კახა კუჭავა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება.

„ერთ წელზე ხანგრძლივი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თანმიმდევრული მხარდაჭერით ოკუპაცია მალე დასრულდება, ოკუპაცია დროებითია“, – წერს კუჭავა „ტვიტერზე“.

ზაზა გახელაძე დღეს გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.