კახა კუჭავა - თუ გავითვალისწინებთ, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს რუსეთის დელაგაციის ვიზიტს, ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა
კახა კუჭავა - თუ გავითვალისწინებთ, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს რუსეთის დელაგაციის ვიზიტს, ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება სწორი გადაწყვეტილებაა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება, შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

„კონსულტაციები მიმდინარეობდა როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სამდივნოსთან და საორგანიზაციო განყოფილებასთან. ეს ალბათ ის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა მიღებულიყო კიდეც.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს თან ასეთი დელაგაციის ვიზიტს, რომელსაც უხელმძღვანელებს ლავროვი, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, და, რა თქმა უნდა, ის საფრთხეები, რომელიც არასოდეს არ არის მათგან გასაკვირი, სხვადასხვა პროვოკაციები, რომელიც კიდევ ერთხელ მოემსახურებოდა ქვეყანაში არეულობის შექმნას. ამ მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ნამდვილად იყო გადაწყვეტილება მიღებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

კითხვაზე, 2016 წელსაც უმასპინძლა საქართველომ ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას, კუჭავამ ასე უპასუხა: „მაშინ სხვა პოლიტიკური მდგომარეობა იყო. ისიც კი გაჟღერდა, რომ უთქვამთ, ლავროვი არ ჩამოვა, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ უნდა ენდო შენს ოკუპანტ ქვეყანას, შენს ოკუპანტ მეზობელს. უნდა იმოქმედო ქვეყნის ინტერეაებიდან გამომდინარე. ამიტომ იმაზე გათვლა, რომ სიტყვა თქვეს და შეასრულებენ თუ არა, ეს ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო განსასაზღვრი და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე არ უნდა მიგვეღო“ ,- განაცხადა კახა კუჭავამ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება.

შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.