კახა კუჭავა - საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე, ფენომენალური სპორტსმენი, ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას
კახა კუჭავა - საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე, ფენომენალური სპორტსმენი, ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას

საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე, ფენომენალური სპორტსმენი, ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ფეისბუქში“ წერს.

„საქართველოს ჰყავს ლაშა ტალახაძე – ფენომენალური სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა! ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!“ – წერს კახა კუჭავა.

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.