კახა კუჭავა - მართებულად მიმაჩნია, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით შესვლის გამო, 2 000-ლარიანი ჯარიმა გადავიხადო და თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო
კახა კუჭავა - მართებულად მიმაჩნია, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით შესვლის გამო, 2 000-ლარიანი ჯარიმა გადავიხადო და თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მისი მხრიდან კანონდარღვევა იყო, რის გამოც მართებულად მიაჩნია, გადაიხადოს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

როგორც კუჭავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, თანხას „სოლიდარობის ფონდს“ გადაურიცხავს.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2 000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო“, – წერს კახა კუჭავა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახა კუჭავას 2 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის შენობაში „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადის ტარების გამო სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა.

დატოვე კომენტარი