კახა კუჭავას 2 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის შენობაში „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადის ტარების გამო სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა
კახა კუჭავას 2 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის შენობაში „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადის ტარების გამო სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.

მოსამართლემ დაადგინა, რომ კახა კუჭავას 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის შენობაში „ქართული ოცნების“ სიმბოლიკით გამოსახული პირბადე ეკეთა და შესაბამისად, აგიტაციის წესები დაარღვია.

კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და კიდევ ორი პარტიის საჩივრის განხილვის შემდეგ შეადგინა.

სხდომას კახა კუჭავა არ ესწრებოდა, თუმცა მისი უფლებადამცველის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მექანიკური შეცდომა დაუშვა და სიმბოლიკის შემცვლელი პირბადე განზრახ არ გაუკეთებია.