კახა კუჭავა - მაქსიმალურად შევეცდებით, რუსეთის მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყველანაირი დისკომფორტი შევუქმნათ
კახა კუჭავა - მაქსიმალურად შევეცდებით, რუსეთის მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყველანაირი დისკომფორტი შევუქმნათ

მაქსიმალურად შევეცდებით, შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის მუშაობას, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას კუჭავა სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

„დღევანდელ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს მიერ, ეს ფაქტობრივად წინაპირობა იყო იმისა, რომ ალბათ, ასეც მოხდებოდა, თუმცა შევეცადეთ ბოლომდე.

სამწუხარო იყო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ მათ სასარგებლოდ იქნა მიღებული. მით უმეტეს, იმ სამარცხვინო გამოსვლების შემდეგ, რომელიც ჰქონდათ ტრიბუნაზე. თუმცა ვთვლით, რომ აუცილებელი იყო დღეს დაფიქსირებულიყო ის, რაც დაფიქსირდა ჩვენი მხრიდან, უკრაინელების მხრიდან, სხვა ჩვენი მეგობარი და მომხრე ქვეყნების მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უფრო გავურთულებთ მათ მუშაობას. მაქსიმალურად შევეცდებით, შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათ მუშაობას“,- აღნიშნა კუჭავამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

დატოვე კომენტარი