კახა კუჭავა - ევროპარლამენტის ანგარიშში ძალიან კარგად არის ასახული პროგრესიც და ის მიმართულებებიც, რომლებზეც ისინი მუშაობის გაგრძელებას გვირჩევენ, რათა მიღწევები გავაუმჯობესოთ
კახა კუჭავა - ევროპარლამენტის ანგარიშში ძალიან კარგად არის ასახული პროგრესიც და ის მიმართულებებიც, რომლებზეც ისინი მუშაობის გაგრძელებას გვირჩევენ, რათა მიღწევები გავაუმჯობესოთ

ევროპარლამენტის ანგარიშში ძალიან კარგად არის ასახული პროგრესიც და ის მიმართულებებიც, რომლებზეც ისინი მუშაობის გაგრძელებას გვირჩევენ, რათა მიღწევები გავაუმჯობესოთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშს.

მისი თქმით, ანგარიშს არა მხოლოდ უმრავლესობით დაუჭირეს მხარი, არამედ საინტერესო გზავნილებიც გაჟღერდა.

„2019 წელს ამ ახალი მოწვევის ევროპარლამენტის შემადენლობით ეს არის პირველი ანგარიში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორი გზავნილები და შეფასება იქნებოდა საქართველოს მიმართ. ამდენად, განსაკუთრებით მოხარულნი ვართ, რომ არა მხოლოდ დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი ამ ანგარიშს, არამედ გაკეთდა ძალიან საინტერესო გზავნილები. ყველას ვურჩევდი, ეს ტექსტი წაიკითხოს. იქ ძალიან კარგად არის ასახული პროგრესიც და ის მიმართულებებიც, რომლებზეც ისინი მუშაობის გაგრძელებას გვირჩევენ, რათა უფრო გავაუმჯობესოთ მიღწევები. ანაგარიშს უძღოდა საინტერესო დებატები, განცხადებები, გამოხმაურებები, რომლებიც კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. მათთან ძალზე ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და ახლა ერთადერთი, რაც რჩება დღის წესრიგში, ეს არის მათი დამკვირვებლების მიღება. არ არის განორიცხული, ევროპარლამენტმა შეცვალოს მოსაზრება და საქართველო იყოს პირველი, სადაც ევროპარლამენტი თავის დამკვირვებლებს გამოგზავნის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, ჩარტერული რეისებიც უზრუნველვყოთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვარწმუნებთ ყველას, რომ ჩავატარებთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი