კახა კუჭავა - ძალიან ვწუხვარ ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო
კახა კუჭავა - ძალიან ვწუხვარ ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან ვწუხვარ ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. იგი უყვარდა თანაბრად ყველას. კახი კავსაძემ მისი შემოქმედებით, განსახიერებული როლებით კაცთმოყვარეობის, პატრიოტიზმის, ვაჟკაცობის მაგალითები მოგვცა და დაგვიტოვა.

პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი კახის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.