კახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა
კახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. შემთხვევა, რომელიც გავიგეთ, ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ასევე სრულიად საქართველოს. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი“, – აცხადებს კახა კალაძე.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მაშველები გიორგი შაქარაშვილს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.