კახა კალაძე - ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის დაცული, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის
რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე და დღესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, აკეთებს ყოველთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, პატიმრის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
„ყველა პატიმართან მიმართებაში არის დაცული ეს დამოკიდებულება და მათ შორის პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ ოთხი ამერიკელი სენატორის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „შესაბამისი სამსახურები, სასამართლო თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამის უწყებასთან ერთად“.