კახა კალაძე – ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის დაცული, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის

21:02, 20.11.2021

რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე და დღესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, აკეთებს ყოველთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, პატიმრის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

„ყველა პატიმართან მიმართებაში არის დაცული ეს დამოკიდებულება და მათ შორის პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ოთხი ამერიკელი სენატორის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „შესაბამისი სამსახურები, სასამართლო თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამის უწყებასთან ერთად“.

მსგავსი