კახა კალაძე - სიახლე არ არის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან უცხო სხეული ჩვენი ქვეყნისთვის 
კახა კალაძე - სიახლე არ არის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან უცხო სხეული ჩვენი ქვეყნისთვის 

სიახლე არ არის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან უცხო სხეული ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოვისმინე ეს ჩანაწერი და მინდა გითხრათ, მგონი, სიახლე არ არის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან უცხო სხეული და მეტასტაზი ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველებისთვის. საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს მათ მიუჩინა თავისი ადგილი. ეს არის პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე გასტუმრება. 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს გასცემს საკადრის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ჩანაწერში საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.