კახა კალაძე საახალწლოდ მორთული თბილისის ფოტოებს ავრცელებს
კახა კალაძე საახალწლოდ მორთული თბილისის ფოტოებს ავრცელებს

„საახალწლო თბილისი #სოლიდარობითსავსექალაქი“, – ასეთი მინაწერით ვრცელდება ფოტოები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“.

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მთავარი საახალწლო ნაძვის ხე გუშინ აინთო.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან შეზღუდვის საათებში, დედაქალაქის ძირითად უბნებსა და ქუჩებზე დამონტაჟებული საახალწლო განათებები გამოირთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს არ შეეხება.

🎄საახალწლო თბილისი
#სოლიდარობითსავსექალაქი

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on პარასკევი, 18 დეკემბერი, 2020