რუსთაველის გამზირზე საახალწლო ნაძვის ხე აინთო [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო.

ნაძვის ხე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აანთო და მოქალაქეებს მიმართა, ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა.

თბილისის მერმა მოქალაქეებს, განსაკუთრებით პატარებს, ბოდიში მოუხადა, რომ მათი უმეტესობა, პანდემიის გამო, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ვერ დაესწრო.