კახა კალაძე - სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე აუცილებლად ჩავიდოდა
კახა კალაძე - სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე აუცილებლად ჩავიდოდა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური თითოეული პატიმრის ჯანმრთელობას იცავს.

როგორც კალაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

„სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ რამე საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ნებისმიერი უსაფრთხოება იყოს ყოველთვის დაცული, შესაბამისი უწყება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილი მაისის ბოლოს როტერდამში, პარტიის ყრილობაზე მიიწვია. კალაძის თქმით, სააკაშვილს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, თორემ ყრილობაზე აუცილებლად წავიდოდა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა“, – განაცხადა კალაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.

დატოვე კომენტარი