ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

პარტიის წევრების განცხადებით, სააკაშვილს თუ ხელისუფლება საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას მისცემს, რეაბილიტაციის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდება.

„ჩვენი ფრაქცია აპირებს, ხელისუფლებას მიმართოს წინადადებით, რომ თავდებში ჩაუდგება მიხეილ სააკაშვილს იმ შემთხვევაში, თუ გადაიყვანენ სამკურნალო დაწესებულებაში საზღვარგარეთ, სადაც მიიღებს კვალიფიციურ დახმარებას. ეს არის იურიდიული ხელშეკრულების ნაწილი, რაზეც აბსოლუტურად შეგვიძლია, ჩვენ დავილაპარაკოთ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის თქმით, „ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კრიტიკული, „ქართულ ოცნების“ წევრებს, მათ შორის პარლამენტის წევრ ექიმებს შეუძლიათ, ნახონ, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

„მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და ვეუბნებით, რომ მისი მკურნალობის შემდეგ გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მთავარია ახლა მკურნალობა და მისი სიცოცხლე გადარჩეს. პარლამენტის წევრები თავდებში უდგებიან, რომ სააკაშვილი დაბრუნდება სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.