კახა კალაძე - რა შეთანხმება მოხდა არ ვიცი, მაგრამ მთავარია, რომ „ომეგამ“ თანხის გადახდა დაიწყო
კახა კალაძე - რა შეთანხმება მოხდა არ ვიცი, მაგრამ მთავარია, რომ „ომეგამ“ თანხის გადახდა დაიწყო

რა შეთანხმება მოხდა არ ვიცი, მაგრამ მთავარია, რომ „ომეგამ“ თანხის გადახდა დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის დაწყების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სფერო, რომელიც ქვეყანაში კეთილდღეობას ქმნის.

„რა ინფორმაციაც მაქვს, კომპანიამ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო. თუ არ ვცდები, უკვე რამდენიმე მილიონია გადახდილი. ჩვენთვის ბიზნესი არის მნიშვნელოვანი, ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქვეყანაში კეთილდღეობას ქმნის, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ასაქმებს ადამიანებს.

მიდგომები, რომელიც ხელისუფლებას ბიზნესის მიმართ აქვს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას შევუწყოთ ხელი. რა შეთანხმება მოხდა, არ ვიცი, მთავარია, კომპანიამ თანხის გადახდა დაიწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, კომპანია „ოჯთ“-მ მუშაობა განაახლა.

დატოვე კომენტარი