კახა კალაძე – ქართულ ხელოვნებას გამოაკლდა რეზო ესაძე, ადამიანი, რომელიც რეალობას გადმოსცემდა არა სიტყვით, არამედ გულით

20:46, 18.04.2020

თბილისის მერი კახა კალაძე რეჟისორ რეზო ესაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

„ქართულ ხელოვნებას გამოაკლდა ცნობილი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და მხატვარი რეზო ესაძე, ადამიანი, რომელიც რეალობას ხედავდა და გადმოსცემდა არა სიტყვით, არამედ გულით.

ვწუხვარ გენიალური ხელოვანის, რეზო ესაძის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს, მთელს საქართველოს“, – აცხადებს კალაძე.

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი რეზო ესაძე დღეს გარდაიცვალა.

მსგავსი