კახა კალაძე - ოპოზიციას ცივი წყალი ჯერ ოდირის დასკვნამ გადაასხა და შემდეგ კონგრესმენების გუშინდელმა განცხადებებმა
კახა კალაძე - ოპოზიციას ცივი წყალი ჯერ ოდირის დასკვნამ გადაასხა და შემდეგ კონგრესმენების გუშინდელმა განცხადებებმა

სენატორებთან და კონგრესმენებთან კომუნიკაცია მათი სწორი ინფორმირების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

მისი თქმით, ოპოზიციას კონგრესმენების გუშინდელმა განცხადებებმა ცივი წყალი გადაასხა.

„თქვენ ისმენთ იმ განცხადებებს, რაც გუშინ გაკეთდა და შეიძლება, ითქვას, რომ ოპოზიციას ცივი წყალი ჯერ ეუთო/ოდირი-ს დასკვნამ გადაასხა და შემდეგ იმ განცხადებებმა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, მნიშვნელოვანია ურთიერთობა კონგრესმენებთან, სენატორებთან, სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომ ცალმხრივად არ იყოს გაჟღერებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები“, – განაცხადა განაცხადა კალაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით აშშ-ში შეხვედრებს მართავს. დელეგაცია უკვე შეხვდა კონგრესმენი სტივ ჩაბოტს, ნილ კიტინგს, ასევე ადამ კინზინგერს. შეხვედრების შემდეგ კონგრესმენებმა განცხადებებიც გააკეთეს.