კონგრესმენი სტივ ჩაბოტი - საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, ეს ურთიერთობები უნდა გავზარდოთ, გავხადოთ უფრო ძლიერი
კონგრესმენი სტივ ჩაბოტი - საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, ეს ურთიერთობები უნდა გავზარდოთ, გავხადოთ უფრო ძლიერი

აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები უნდა გავზარდოთ და გავხადოთ უფრო ძლიერი, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, სტივ ჩაბოტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახა კუჭავასთან ​შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს როლს, მაგალითად, ავღანეთში, სადაც ჩვენი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ერთად მსახურობენ, მსხვერპლიც გაიღეს, ამას ძალიან ვაფასებთ. ურთიერთობები უნდა გავზარდოთ და გავხადოთ კიდევ უფრო ძლიერი. უკვე დიდი ხანია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის სამხრეთ ოსეთი თუ აფხაზეთი, ეს საქართველოს ნაწილია და არა რუსეთის“, – განაცხადა კონგრესმენმა სტივ ჩაბოტმა.