კახა კალაძე - მოულოდნელი ნახევარფინალების შემდეგ დღევანდელი ფინალის პროგნოზირება რთულია
კახა კალაძე - მოულოდნელი ნახევარფინალების შემდეგ დღევანდელი ფინალის პროგნოზირება რთულია

ევროსეზონი დღეს მადრიდში ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალით მთავრდება – 27-ე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებისთვის ერთმანეთს ინგლისური კლუბები, „ლივერპული“ და „ტოტენჰემ ჰოტსპური“ შეხვდებიან.

მოახლოებულ ფინალზე საქართველოს პირველმა არხთან კომენტარი თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა – საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა – კალაძემ იტალიური გრანდის, „მილანის“ ფორმით ჩემპიონთა თასი ორჯერ ასწია, 2003 და 2007 წლებში.

„ვისაც მე ვგულშემატკივრობდი, ის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში ვერ მოხვდა. ჩვენ ისეთი მოულოდნელი ნახევარფინალები ვიხილეთ, დღევანდელი ფინალის შედეგის პროგნოზირება რთულია. სწორედ ამით არის ფეხბურთი საინტერესო და ყველაზე მაგარი სპორტის სახეობა, რომ წინასწარ შეუძლებელია განსაზღვრო და ანალიზი გააკეთო, თუ ვინ მოიგებს. შესაბამისად, ფინალი ძალიან საინტერესო იქნება და მიმაჩნია, რომ გულშემატკივარი კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს. „ლივერპული“ საინტერესო გუნდია, თუმცა ვნახოთ, საინტერესო ფინალი გველის“, – ამბობს კალაძე.