კახა კალაძე - მოსახლეობას შეუძლია, მიმართოს "ყაზტრანსგაზს", ისინი ვალდებული არიან, მივიდნენ და შეამოწმონ გაზქურები
კახა კალაძე - მოსახლეობას შეუძლია, მიმართოს "ყაზტრანსგაზს", ისინი ვალდებული არიან, მივიდნენ და შეამოწმონ გაზქურები

CO-თი მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. შესაბამისად, გვინდა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლები დაზღვეულები იყვნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “ყაზტრანსგაზ-თბილისისა” და მერიის ერთობლივ კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მივესალმები ამ აქციას და წამოწყებას, შესაბამისად, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, მიმართოს “ყაზტრანსგაზს”. ისინი ვალდებული არიან, მივიდნენ და შეამოწმონ, თუ როგორ არის დამონტაჟებული გაზქურები, რაიმე პრობლემას  ხომ არ წარმოადგრნს, იმისთვის, რომ თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები და ადამიანები დავიცვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.