მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ
მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ

დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სოციალურ კამპანიას – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დედაქალაქის მასშტაბით CO-თი გარდაცვალების, ინტოქსიკაციის შესახებ ბოლო სამი წლის სტატისტიკა წარადგინეს და აღნიშნული მიმართულებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ ისაუბრეს.

„ზამთრის სეზონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც CO-თი მოსახლეობის ინტოქსიკაცია ხდება და ხშირია გარდაცვალების შემთხვევებიც. სწორედ ამიტომ 24 საათის განმავლობაში სრულიად უფასოდ კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები მოემსახურებიან ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, შეუმოწმებენ გამათბობლებს, წყალგამაცხელებლებს, გაუწევენ შესაბამის კონსულტაციებს, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ კომპანიის მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ სტატისტიკა წარმოადგინა CO-თი​ მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 350 ადამიანი მოიწამლა და 82 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ამასთან, ლეფსვერიძის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს 125 ადამიანი მოიწამლა, ხოლო 29 გარდაიცვალა.

„პრევენციის მიზნით, კომპანიამ დაიწყო კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“. ჩვენი თანამშრომლები წელიწადში ერთხელ ვალდებულნი არიან, ყველა აბონენტთან მივიდნენ, ნახონ, როგორ მიმდინარეობს გაზის დანადგარების ექსპლუატაცია, ჩახსნან არასწორად დამონტაჟებული დანადგარები. ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 30-40 % არ ითვალისწინებს ჩვენს გაფრთხილებას და აგრძელებენ ისევ არასწორად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოების მოხმარებას. ეს არის ძირითადად ღია წვის კამერიანი ტიპის დანადგარები, რაც კატეგორიულად იკრძალება. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას ნებისმიერი დანადგარის შეძენის, მონტაჟის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 2 40 40 04 ან 114 ზე და მისცემენ შესაბამის მითითებებს. როდესაც საცავში გროვდება co ნახშირჟანგი დაახლოებით საცავში დაგროვებული 1% , 2-3 წუთში იწვევს ადამიანის მოწამვლას და ფატალურ შედეგს. ასევე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ქირაობს, ან გირაობს ბინას, აუცილებლად დაუკავშირდეს კომპანიას და შეამოწმებინოს გაზის დანადგარები“, – გიორგი ლეფსვერიძემ.