კახა კალაძე – მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, მერაბ, შენ გვერდით ვართ
მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, – ამის შესახებ თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კალაძის თქმით, ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი.
„მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!“, – წერს კახა კალაძე „ინსტაგრამზე“.
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.
