კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარებას ულოცავს
კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარებას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარებას ულოცავს.

როგორც კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, ლაშა ტალახაძე არის საამაყო სპორტსმენი და ადამიანი, რომელიც მომავალი თაობისთვის შრომის, თავდადებისა და წარმატების მაგალითია.

„მინდა, ჩვენს სასახელო სპორტსმენს, ლაშა ტალახაძეს მივულოცო ზედიზედ მესამედ მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარება. ლაშას ყოველი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და თითოეული ქართველის გამარჯვებაა. ის არის საამაყო სპორტსმენი და საამაყო ადამიანი, რომელიც მომავალი თაობისთვის შრომის, თავდადებისა და წარმატების მაგალითია.

დარწმუნებული ვარ, ლაშა სამომავლოდ კიდევ უამრავ გამარჯვებას აზეიმებს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას!“,- წერს კახა კალაძე.

ლაშა ტალახაძე საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (17 084 ხმით) მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს.