კახა კალაძე - „ლაღიძის წყლებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული
კახა კალაძე - „ლაღიძის წყლებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ლაღიძის წყლებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

ამის შესახებ კახა კალაძემ პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა.

„ლაღიძის წყლებან დაკავშირებით ვმუშაობთ და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უკვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. უკვე მიმდინარეობს მილაპარაკებები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას  ძალიან მალე ვამცნობთ “, – განაცხადა კალაძემ.

გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დედაქალაქის მერ კახა კალაძეს სთხოვა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, „ლაღიძის წყლები“ და სახაჭაპურე რუსთაველის გამზირს ისევ დაუბრუნდეს.

პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე „გალერია თბილისის“ გახსნაზე  ისაუბრა.

„მოითხოვეთ ყველგან“ – „ლაღიძის წყლის“ ისტორიული კაფეს დაბრუნების ინიციატივას ხელოვანებიც შეუერთდნენ.

ქართველმა მხატვრებმა რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიული კაფეს აღდგენა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ „ასე დედაქალაქი სულს დაიბრუნებს“.