კახა კალაძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
თბილისის მერი კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ხუთი მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.