ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

15:08, 05.01.2025

რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ხუთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს, 5 იანვარს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ, რომელიც ხანძარს გადაურჩა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმელის დანთებისას გაჩნდა.

მსგავსი