კახა კალაძე - „ენდიაის“ კვლევაში ბევრი უზუსტობა იყო
კახა კალაძე - „ენდიაის“ კვლევაში ბევრი უზუსტობა იყო

„ენდიაის“ კვლევაში ბევრი უზუსტობა იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„მეც წავიკითხე ეს კვლევის შედეგები. აშკარად გარკვეული უზუსტობები არის და რატომ არის ეს უზუსტობები, რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ მათ, ვინც გააკეთა, ვინ იყო, ვინ იკვლევდა. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც ფაქტები, რაზეც იქ საუბარი იყო, მედიაში მგონი რაღაც დროებითი მმართველის შესვლაზე და ა.შ. ძალიან ბევრი უზუსტობა იყო. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინონ თავისი ხედვა, მიაწოდონ თავისი გეგმები, თუ როგორ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე, წარუდგინონ პროგრამები. ამის შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა თანაბარ პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიში დღეს წარადგინა.

დატოვე კომენტარი