კახა კალაძე - ძალიან ბევრ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი არ შენელებულა, პირიქით, გრძელდება
კახა კალაძე - ძალიან ბევრ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი არ შენელებულა, პირიქით, გრძელდება

ძალიან ბევრ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი არ შენელებულა, ყველა ოჯახი, ვისაც არ აქვს მიღებული ბინა, დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აფხაზეთიდან დევნილების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო როგორც ვიცი, ახორციელებს ბინების საკუთრებაში გადაცემის შესახებ პროექტს და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან ბევრი ოჯახი გაბედნიერდა. ძალიან ბევრ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი არ შენელებულა, პირიქით, გრძელდება და ყველა ოჯახი, ვისაც არ აქვს მიღებული ბინა, დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ აფხაზეთიდან დევნილი 150-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს.

დევნილებმა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული გუშინ დაიკავეს. ისინი ფართების გადაცემას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.