„დირსის“ კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აქცია გრძელდება
„დირსის“ კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აქცია გრძელდება

დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აქცია გრძელდება.

150-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვს.

დევნილებმა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული გუშინ დაიკავეს. ისინი ფართების გადაცემას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. სამინისტროს წარმომადგენელი დევნილებს 14:00 საათზე შეხვდება.