კახა კალაძე - დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომლებიც სწორად გეგმავენ ბიუჯეტს 
კახა კალაძე - დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომლებიც სწორად გეგმავენ ბიუჯეტს 

დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომლებიც სწორად გეგმავენ ბიუჯეტს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის 2019 წლის პროექტთან და უფასო სასადილოების დაფინანსების საკითხზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.

მისი თქმით, მერიამ უფასო სასადილოების დაფინანსება გაგზავნა.

„არ ვიცი ოპოზიციის მოთხოვნა, ჩვენ უფასო სასადილოებზე დაფინანსება გავზარდეთ. ჩვენ გამოვაცხადეთ და ამის შემდეგ დაიწყეს საუბარი, სურდათ, ქულები ჩაეწერათ, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დედაქალაქს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საკრებულო, რომელიც სწორად გეგმავს ბიუჯეტს და აცნობიერებს ვალდებულებებსა და საჭიროებებს, რომელიც დედაქალაქს და მის მოსახლეობას აქვს. თუ აქვთ რამე შენიშვნები, რომელიც აზრს მოკლებული არ არის,მზად ვართ, გავითვალისწინოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი შევიდა, რომელიც პირველად ვარიანტთან შედარებით, 56 000 000 ლარით არის გაზრდილი.