კახა კალაძე - ცოტა გაუგებარია, ჯერ რატომ უნდა მივიდე თბილისის საკრებულოში
კახა კალაძე - ცოტა გაუგებარია, ჯერ რატომ უნდა მივიდე თბილისის საკრებულოში

ცოტა გაუგებარია ჯერ რატომ უნდა მივიდე თბილისის საკრებულოში. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული, შესაბამისად, უფლებამოსილებას უკვე შევუდექი“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახი კალაძე თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს საკრებულოში კახა კალაძის მისვლას ელოდნენ.

საკრებულოში არმისვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.

„რაც შეეხება მთავრობის წევრებს, მე კანონის შესაბამისად ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს და დღეს იმსჯელებენ და ალბათ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცებული იქნება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, კანონი და რეგლამენტი არ ითვალისწინებს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მერის მისვლას.

მისივე თქმით, არ ყოფილა პრეცედენტი დავით ნარმანიას დროსაც კი, მთავრობის ახალი შემადგენლობა მერს წარედგინა.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე წარადგენს.