კახა კალაძე - ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება უგულავას მიერ ბრალის აღიარებაზე
კახა კალაძე - ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება უგულავას მიერ ბრალის აღიარებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, არასწორი განმარტება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ გიგი უგულავამ ბრალი აღიარა და 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი.

„ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება ამასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება უგულავას დაკავებას, კალაძის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.

„არ მინდა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული საქმე, დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გახდა ცნობილი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.