კახა კალაძე – ბადრი ვადაჭკორიასთვის თბილისი მუდმივი თავგადასავალი იყო, რომლის ქუჩებშიც დაუღალავად მოგზაურობდა და ფოტო კადრებში აღბეჭდავდა მის მაჯისცემას, ვიზიარებ ოჯახის დიდ გულისტკივილს
ვიზიარებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს, – ამის შესახებ თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს. მისთვის თბილისი მუდმივი თავგადასავალი იყო, რომლის ქუჩებშიც დაუღალავად მოგზაურობდა და ფოტო კადრებში აღბეჭდავდა თბილისის მაჯისცემას.
ვიზიარებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს“, – წერს კალაძე.
ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.