კახა კალაძე - აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოფიციალური პოზიცია
აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოფიციალური პოზიცია, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის „რესპუბლიკელთა“ კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელსაც 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს ხელს.
„2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ თუ ვნახავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს, საქართველოს აქვს წინსვლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში. იგივე არის ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაშიც. ოფიციალური ამერიკის განცხადება ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, რა მიმართულებითაც გვაქვს სამუშაო, რეფორმები განსახორციელებელი, ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.