კახა კალაძე - არ ვიცი, ოპოზიცია რამდენად მოახერხებს შეთანხმებას, როგორც მათ განცხადებებში ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა
კახა კალაძე - არ ვიცი, ოპოზიცია რამდენად მოახერხებს შეთანხმებას, როგორც მათ განცხადებებში ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა

არ ვიცი, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია შიგნით შეთანხმებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხებოდა ოპოზიციისთვის ერთიანი საარჩევნო სიის შექმნის შესახებ მოწოდებაზე.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებში აშკარად ჩანს, რომ დაპირისპირება აქვთ.

„არ ვიცი რამდენად მოახერხებენ შეთანხმებას შიგნით. ბოლო დღეებიდან როგორც ირკვევა, როგორც მათ განცხადებებში ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რას მოილაპარაკებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.